ხელმოწერების რაოდენობა
11056

მხარდამჭერი ორგანიზაციების რაოდენობა
148

მოაწერეთ ხელი ჩვენს პეტიციას!

მსოფლიოში ოსტეოპოროზითა და ძვლის სხვა დაავადებებით, მათ შორის ჩონჩხის იშვიათი დარღვევებით დაავადებული მილიონობით ადამიანი არ იტარებს დროულ დიაგნოსტიკას და არ იღებს საჭირო დახმარებას, რათა თავიდან აიცილოს ძვლების მტკივნეული მოტეხილობები, რომლებიც ცვლიან მათ ცხოვრებას. .

თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ცვლილებებისკენ მოწოდებით!

გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა!

ორგანიზაციის/დაწესებულების ტიპი *
ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები IOF-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას

პაციენტებს უფლება აქვთ:

ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფონდი მოუწოდებს ყველა ადამიანს, რომელთაც აქვთ ძვლის დაავადება, ჰქონდეთ

დიაგნოსტიკა

მოტეხილობებისა და დაცემის რისკის დროული და ზუსტი შეფასება, ოსტეოპოროზის დროული დიაგნოსტიკა.

ძვლის იშვიათი დარღვევების დროული და სწორი დიაგნოსტიკა.

პაციენტის მოვლა

ეფექტური ინტერვენციის ვარიანტებზე წვდომა, როგორიც არის მკურნალობა, ცხოვრების წესის ცვლილებები და მედიკამენტებით მკურნალობის გეგმის რეგულარული განხილვა შესაბამისი ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ.

წვდომა მოტეხილობის შემდგომი მოვლის საკოორდინაციო პროგრამებზე მოტეხილობის შემდეგ ოპტიმალური მოვლისთვის.

პაციენტის ხმა

განსაზღვრული მიზნების მქონე გრძელვადიანი მენეჯმენტის გეგმაში ჩართვა და არჩევანის გაკეთება .

მხარდაჭერა

ზრუნვა და მხარდაჭერა საზოგადოებისა და ჯანდაცვის პროვაიდერებისგან აქტიური და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

არც ერთი მოტეხილობა მომავალში

"მადლობელი ვარ, მხარდაჭერისა და ზრუნვისათვის, რაც ასე მჭირდებოდა."

ქრისტინე, კანადა

შესაძლებელია თუ არა იყოთ რისკ-ჯგუფში?

ჩაიტარეთ ტესტი

სხვა გზები, რომლითაც შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი პირადი მხარდაჭერა ყველა პაციენტის უფლებებისათვის, მიიღონ დროული დიაგნოსტიკა, შესაბამისი მოვლა, მუდმივი მხარდაჭერა და ხმის უფლება მათი დაავადების მართვაში.

1
გააზიარეთ

და გაავრცელეთ პაციენტთა გლობალური ქარტიის ბმული თქვენს სოციალურ მედიაში ჰეშთეგით #IOFGlobalPatientCharter

2
მიმართეთ შუამდგომლობით

ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოებს, პოლიტიკოსებს ან სხვა ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჯანდაცვაზე თქვენს პროვინციაში/შტატში ან ქვეყანაში.
გააზიარეთ ქარტია და მოუწოდეთ ძვლის დაავადებების მქონე პაციენტების მხარდაჭერისკენ.

3
შეუერთდით

და მხარი დაუჭირეთ თქვენს ადგილობრივ პაციენტთა საზოგადოებას.
გაწევრიანდით ან გაიღეთ შემოწირულობა ადგილობრივი პაციენტთა საზოგადოების ძირითადი სერვისების მხარდასაჭერად.
იხილეთ IOF-ის წევრი საზოგადოებების გლობალური რუკა

4
ჩაიტარეთ

IOF ოსტეოპოროზის რისკ-ტესტი თქვენს ოჯახთან, მეგობრებთან და 50 წელზე უფროსი ასაკის საყვარელ ადამიანებთან ერთად.